პოეზია · ლირიკა
* * * ხე ეკლესიის
ხე ეკლესიის მათხოვარს ჰგავდა,თითქოს გულს ქრისტემ ხელი დარია,შენი ფიქრების ჩრდილთა გოგმანიმტრედის სიზმრებში მომიპარია.
რომ ფოთლებიდან მეცქირა დიდხანს,როგორ მალავდა ცრემლს მეგობარი,და დამელია ბნელ ლუდხანაშიჩემი ცხოვრების შესანდრობარი.