პოეზია · ლირიკა
აგარაკი
ბებერი ლოდი მიწას ჩასცქერის,ხივის მდინარე, საღამოდება.კაცივით მღერის გამსკდარი ქვევრიდა თან ყვავილებს გააქვთ გოდება.
ერთხელაც ჯოხით, ხევში დავძრწივარ,გეზათ ვუყურებ შვლის ხალა იებს,შეაღებ კარებს, დაგავიწყდებიდა ჟრუანტელი ბოლოს მომიღებს.
მუხლი არ მერჩის, გულიც იღლება,რათ შევეშალე, ნეტა, ჩემს სწორებს?!ალბათ ავდრებიც თან წაიღებენსაუკუნეთა ხშირ კენწეროებს.
ჩემი ცხედარი, მე რო მენახა,მყის შესწყდებოდა გლოვა, დიდება!როცა უკუნი გააღებს ხახას,ის ღმერთებს იქეთ გადაფრინდება.
ციცინათელა დასდევს ტყის ჭინკას,ნაკადულს ფერავს სიოს არაკი.ჭოტის კივილზე ვერხვი კანკალებსდა მისცემია ძილს აგარაკი.