↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმა შავ ზღვაზე

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20038 ნახვა

—
ზღვამ ჩაშალა ნამქერადთეთრი ქაფის კრაველი,ტალღებიდან ამღერაძველი მესაკრავენი.წვიმის ჩანგი ჟღეროდა,გუგუნებდა ნაღარა,ზღვამ დასძახა ”ჰეოდა!”გაიწეწა ჭაღარა...ზღვა გავიდა მაღლარზე,ცას გაეფხვნა შხაპითა;დააბინდა მაღლა მზედა მიწაზეც დაბინდდა.შეჰკრა კუპრის სარტყელით,სჭექდა შემოკივილით;ზვირთი ზვირთში დათხრილიინჩქრეოდა ტკივილით!ჰგავდა შურისძიებას,ზღვა არ იყო ჭკუაზე;თითქოს იგი მიებათდამფრთხალ ცხენის ძუაზე.ზღვამ ხურვება დაახშო...ზღვა დალაგდა თელილი,როგორც სუფრა სავახშმო,წყნარად გადაფენილი.ძირს მძივთა ნალეწებიმოფანტულად ეყარა,მთვარის სირმა ბეწვებითქათქათებდა ქვეყანა.გვიყურებდნენ ვარსკვლავნი,როგორც ჯიხვის თვალები;თვლემდა გაუნასკვავიტალღა ნაბურთალევი.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი