↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტანსაცმლის ოდა

იათაშვილი შოთა

2010-08-124 წთ საკითხავი6923 ნახვა

—
არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი დედიშობილა.ღმერთმა იგი ტანსაცმლით შექმნა.საცვლებით, კაბით, შარვლით, წინდებით...ადამიანი ტანსაცმლითაა ადამიანი....როცა აცვია, სხვანაირად ფიქრობს, მეტყველებს,სხვანაირად იღიმება, სხვანაირად უყვარს მოყვასი...საკუთარი თავის სჯერა, საკუთარ თავს გრძნობს...მხოლოდ ჩაცმული ადამიანი ართმევს ხელს ჩაცმულს,მხოლოდ ჩაცმული ხატავს შიშველს,მხოლოდ ჩაცმული მღერის "წინწყაროს" და ცეკვავს "ხორუმს"...ადამიანი ღმერთმა ქუდით და ფეხსაცმლით შექმნა.შექმნა თუნდაც პიონერის ყელსახვევით, შარფით, ჰალსტუხით...კაცი ჩაცმულ ქალს უმიჯნურდება,ჩაცმულს ჩუქნის ყვავილებს და პირველად კოცნის...ქალიც შემოსილ მამაკაცს ეტრფის...და საერთოდ, სიყვარული თუკი არსებობს,ეს იმიტომ, რომ ადამიანს როდესაც ქმნიდა,ღმერთს გარდერობი ჰქონდა მისთვის გამზადებული...გარდერობში ქალისათვის იყო თავშალი,იყო ჩადრი,იყო კორსეტი...მამაკაცისთვის - ანაფორა, ბუშლატი, ჩოხა...ერთისთვის - კვართიც...ადამიანი ღმერთს ჩაცმულიც და შიშველიც უყვარს,მაგრამ მეტად უყვარს ჩაცმული...ღმერთი არის ჩვენი პირველი ჭეშმარიტი დიზაინერი...ერთხელ მოხდა: მეცნიერი აბაზანაში შიშველი იწვადა სამყაროს ერთი კანონი აღმოაჩინა.მაგრამ ეს ერთხელ.ამის შემდეგ სამყაროს ახალ და უფრო ღრმა საიდუმლოებსმეცნიერები შემოსილნი სწვდებიან ხოლმე...ელექტრობა, ტელევიზია, ავიაცია თუ ინტერნეტიტანსაცმელმა გამოიგონა...ტანსაცმელი გენიოსია!..ტანსაცმელი წერს შედევრებს: ბატის ფრთით თუ კომპიუტერით...ტანსაცმელი წმინდა წიგნებს წერს...ტანსაცმელი წმინდანია,ტანსაცმელი ესთეტია,ტანსაცმელი ბრძენზე ბრძენია...გამორჩეული ტალანტი აქვს თითოეულს:მაგალითად, ტოგა არის ორატორი, ფილოსოფოსი,პარიკი არის მეცნიერი ან მუსიკოსი,მაისური - ფეხბურთელი, ხელბურთელი, კალათბურთელი...კომბინეზონი იცმება ტანზე,თავზე სკაფანდრი იხურება და ადამიანი ზეცაში ადის...(ღვთის გარდერობში სომბრეროებთან,შლაპებთან და კეპებთან ერთადსკაფანდრებიც ეკიდა თურმე...)რომ არა ასე, ადამიანი მთვარეზე თავის შიშველ ფეხისგულსვერასოდეს ვერ დაადგამდა...ჯერ ჩაიცვით-დაიხურეთ ხალხნო და მერე...გაეშურეთ კოსმოსისკენ...ჯერ ჩაიცვით-დაიხურეთ და...მერე ეშმაკსაც წაუღიხართ - შახტაშიც ჩადით...პირველად იყო...ლამის პირველად იყო მგონი ტანისამოსი...რაც იგი იქმნა,ადამიანი-ტანსაცმელი პირჯვარს იწერს,ლოცულობს და ნამაზს აკეთებს...ადამიანი-ტანსაცმელი თავის მეგობარადამიან-ტანსაცმელებთან ერთად ღვინოს სვამსდა ყველაფერ ადამიანურ-ტანსაცმლურზე საუბრობს მათთან...ადამიანი-ტანსაცმელი მიწას ხნავს და მოსავალს იმკის...ჩაცმულ-დახურულ ადამიანს შეეწიე, მაღალო ღმერთო!..თავის შორტთან,თავის ჯინსთან,თავის ფრაკთან ერთად დალოცე!..დალოცე თავის ჩუსტებთან ერთად,სახლში მშვიდად რომ დაბაჩუნობსდა ოჯახურ სიმყუდროვეს ქმნის!...დაულოცე აჭიმები, ლიპები და პანტალონები!..საცურაო კოსტიუმიც დაულოცე,რადგან უკვე მეორე დღესსაკუთარი დიადი ნებითხმელეთთან ერთად ზღვაც გააჩინე...და თუ ასეა, დალოცე ყველა სექენდ-ჰენდი,ყველა საფირმო მაღაზია თავის სეილით!..დალოცე ყველა თერძი, ხარაზი, მოდელიორი...დალოცე ხელი იმ ქალისა, რუდუნებით რომ შეუკერაიესოს კვართი...სამკერვალო ფაბრიკები დალოცე, ღმერთო!..დალოცე, რადგან ადამიანი ტანსაცმლითაა ადამიანი...ტანსაცმლით ცხოვრობს, იტანჯება, შრომობს და უყვარს...ხოლო როცა იმქვეყნად წავა,ტანსაცმელი მას ცოტა ხნით დაიცავს კიდეც...ის გმირივით ჭიაღუების გააფთრებულ შემოტევებს შეეწირება...............ღმერთო ძლიერო, კიდევ კარგი,არ შექმენი ადამიანი დედიშობილა,კიდევ კარგი ჩაცმული და დახურული შექმენი იგი!..
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი