პოეზია · ლირიკა
უშანგი გაბიტაშვილის ხსოვნას
მხოლოდ მზის სხივი არ ჩერდებოდაჩემს თვალებთან დაეჭვებული.თავწახრილიც რომ ვყოფილიყავი,მხოლოდ ჩემ გამო,მილიონობით წლის წინ განსაზღვრულტრაექტორიას იმრუდებდა,რათა როგორმე თვალის ჭრილში შემოეღწია _გაღუნული მზის სხივები,აი, ერთი, რაც ცხოვრებამ დამამახსოვრა.სხვა არაფერი იქ არ ყოფილა _ ნივთები და ანარეკლები,ჩემს თვალებთან გაჩერებული,სხვებთან დარიგდა.და დაღუნული მზის სხივებიდანგამოჭრილმა ალფაბეტის ასოებმაგამომდეს მხოლოდ თავიანთი ბოლოებიქუთუთოებზე.სხვა არაფერი იქ არ ყოფილა _ამიტომაც მოხდა ისე, რომპირველივე რეალურ საგანს _ათას ცხრაას სამოც წელშიავარიაში მოყოლილი ალბერ კამიუსავტომობილს _ თბილისის ქუჩებშიმივესალმე და შევეჯახე.