↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არც მიწისა ვარ, არც ცისა

იათაშვილი შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი6933 ნახვა

—
რუსუდან კაიშაურს
სულისშემხუთავია ეს გაუთავებელი თავბრუდამხვევი სირბილი -სამზარეულოდან ზეცისაკენ,ზეციდან სამზარეულოსაკენ,სამზარეულოდან ზეცისაკენ:სიჩქარეში ტაფა რომ შერჩება ხოლმე მარცხენა ხელში დაშიშხინებს ერბო-კვერცხი,და სანამ შემწვარა,ასჯერ მოასწრებს ცაში აჭრას,მარჯვენათი მობზრიალე კალმისტრითლაჟვარდის შეთქვეფას,მერე კი კვლავ უკან ჩამობრუნებას _გაზქურის ლობიო-ტროპებთან და მწვანილ-მორფოლოგიასთან -სულისშემხუთავია -და ის კი დარბის, დარბის,არ ეთმობა არც ერთი და რათა გაგვაგონოს,ჩამოგვყვირის შუაგზიდან:\"ერბოკვერცხზე გეპატიჟებით!\"
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი