პოეზია · ლირიკა
ნაირსახეობა ძაფისა
რა ცოტაა, ვინც მისახვედრს მიგიხვდება!..ყველანი ვართ გამოცდაზე, დრო კი გვცდის...…ზოგი ძაფი მანდილისთვის იგრიხება,ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...რიყისაა, რაც ნაპირზე ირიყება,მდინარე კი წავა, როდი მოგიცდის...ზოგი ძაფი წინდისათვის იგრიხება,ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...ჩემი სიტყვაც სხვა სიტყვებში რაკი ისმის,ვიცი, თავის ტკივილია ზოგისთვის...ზოგი ძაფი იგრიხება მანტიისთვის,ზოგი ძაფი _ სახრჩობელას თოკისთვის...