პოეზია · ლირიკა
*** "როცა კარზეა ხიფათი ელდად"
როცა კარზეა ხიფათი ელდად,ხოლო საშველი _ ცასავით შორი,ერს ევლინება მხსნელად და ბედადარა მრავალი _ ერთი ან ორი!არა მრავალი _ ერთი ან ორი! _სამშობლოს ბედის მხრებით მტვირთველი,სატევარივით ბასრი და სწორიდა სიკვდილივით მოუსყიდველი!