↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და შენ

სულაბერიძე ია

2013-05-121 წთ საკითხავი1485 ნახვა

—
მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი,შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული...შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.ფერად სათვალით მე არ გიყურებ,არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,მოდი და მხრებით გადამიხურედიდი იმედის პატარა ქოხი!მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი,მე ვარ შენს ირგვლივ _ ახლოც და შორიც,მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდიჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.
სულაბერიძე ია

სულაბერიძე ია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი