პოეზია · ლირიკა
ავტოპორტრეტის მაგიერ
მიყვარს ყვავილი და მიყვარს დენთიდა არ მივტირი დროის მანქანებს,რადგან თუ მომკლავს სიკვდილი ერთი,მეორე _ თითსაც ვერ დამაკარებს.არ დადგა ჩემგან შემკრთალი ნუკრი,არც _ სიყვარულის მშვიდი მსახური,და არ მადარდებს, ამქვეყნად თუკიმოვედი გონჯი და უსახური.მოხარული ვარ, რომ გრიგალისგანზურგით არასდროს შევტრიალდები,მოხარული ვარ, რომ დედამიწასთავქარიანიც ვეპრიანები,რომ ცისქვეშეთში სულ ხიფათს ვეძებ,რომ ბედისწერას არ ვეხუმრები,რომ პოეზიის ციცაბო კლდეზეუნდა ამოვჭრა საფეხურები...