პოეზია · ლირიკა
ბიჭი ბიჭია მაინც
მეკითხებოდა ბევრი:"ბიჭი გინდა თუ გოგო?"არ ვაყოვნებდი პასუხს:"ბიჭი! და მერე _ როგორ!"შვილი _ შვილია, თუმცაბიჭი _ ბიჭია მაინც!მოდის, გრძელდება გვარი,ჯიში _ ავიც და კაიც!ვარ სამი კვირის დედა,მყავს სამი კვირის დევი,ვარ ბედნიერი დაღლითდა ღამეების თევით.ძლივს გაილეწა ცხრა თვედროის კალოზე კევრით,"ბიჭი გინდა თუ გოგო?"_მეკითხებოდა ბევრი,მე კი ვიცოდი ნაღდად,ნაღდად და არა _ იჭვით,რომ ქართულ მოდგმას ერთიცემატებოდა ბიჭი...შვილი _ შვილია, მაგრამბიჭი _ ბიჭია მაინც!მოდის, გრძელდება მოდგმა,ჯიში _ ავიც და კაიც!ჩემო მზეო და ჰაერო,ჩემო პურო და წყალო!"ნადენო ოქროს მილითუკვდავებისა წყაროვ!"ასე პატარა რომ ხარ,როგორ ხარ ასე დიდი?დაგმშვენდებოდა ჩოხადა ამირანის მშვილდი!თვალები _ საცრისტოლადა გოლიათის მხრები! _უნდა კვდებოდნენ შიშითშენი სამშობლოს მტრები!..ვარ სამი კვირის დედა,მყავს სამი კვირის გმირი...ღმერთო, მიეცი ლხენა!ღმერთო, აშორე ჭირი!