↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ის მიიცვალა"

აჯიაშვილი ჯემალ

2010-07-121 წთ საკითხავი2006 ნახვა

—
ის მიიცვალა, _ ჩამოეშვა ფარდა მშვენების,ბნელს შეენივთა ბალდახინი მოჩარდახული,ატყდა შეჯიბრი პოეტური აღმაფრენებისდა ცრემლიანი სასმისების ყალბი ჯახუნი,როტვა ენების _ უსამართლო მზის დაბნელების,მკვდრის განდიდება _ უსაზომო და არნახულიდა შეჰყურებდა თვალთმაქცობის ნაცნობ ბენეფისსნაღვლიანი და უილაჯო ჩვენი ხახული.და ვარსკვლავეთის მგლოვიარე კატეხიზმოდანმიცვალებულის დაბნეული ხმები ისმოდა:ის გაქცეოდა სამარცხვინო გამათხოვრებასდა _ სივრცეების განახლებულ წელთაღრიცხვებთან _ეგებებოდა სიჩუმეში ახალ ცხოვრებასდა ხვალინდელი შეხვედრისთვის ზრუნვას იწყებდა...
აჯიაშვილი ჯემალ

აჯიაშვილი ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი