პოეზია · ლირიკა
*** "დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ"
დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ:მომბეზრდა ფუყე შემართება, ცეცხლის შენთება,ძველ ნასახლარზე დავიწყების კოშკი შენდება, _დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ.მიბღვერს სიბერე _ თეთრი დათვი, _ თათებს ვულოკავ,მოვა ბავშვობა _ ნაცნობ ეზოდ, ნაცნობ ჩელტებად,მიცნობს წამიერ, თვალებს დახრის და შეჩერდება, _დამღალა ჩემმა უსაშველო მარტოსულობამ...გზას გასცქერს მწირი _ უპოვარი, ღარიბ-ღატაკი,მიმწუხრის კართან გადმოდგება ვიღაც ქადაგიდა წარსულ დღეებს მოგონებით მოაფერვალებს.მადლობა უფალს, შემოდგომას მაინც ვეღირსე:უჩუმრად ვდგავარ განშორების უღელტეხილზედა კრთომით გავცქერ დათოვლილი მთების მწვერვალებს...