პოეზია · ლირიკა
* * * ქვებს მიათრევდა უღლეული მძიმე უღლებად
ქვებს მიათრევდა უღლეული მძიმე უღლებად,ყელი ჩაუტკბო კურტიზანებს ტკბილმა ჩაროზმა,ბნელს ჩაეკიდა ჩანგოსანი, ეშმა ჩალოშნადა იქვე ღმერთთან მოისურვა გასაუბრება.
ბრბო ფუთფუთებდა უფლებათა დასაუფლებლად,როზგი მოჰქონდათ მეროზგეებს ხალხის საროზგადდა ქალაქებში - მარტოოდენ გულანშაროსღაშემორჩენოდა სილამაზე ასე უკლებლად.
აღრეულიყო უღირსებში ღირსი, საღირსედა ჯოჯოხეთი შემდგარიყო ცის უნაგირზე;ხარს კი რა ექნა, - საზიდარი უნდა ეზიდა,
სულთმობრძაობდა ხეივანში ალვა კენარი,ერთ მაბეზღარას გაიხმობდნენ ასპარეზიდანდა იქვე რქებით მოდიოდა სხვა მარქენალი...