პოეზია · ლირიკა
ცხრა წყარო
ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი.აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანსცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.
იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, --პოეზია ანათებდა წინათაც.ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი,რაც ჩვენს ცაზე სხვადასხვა დროს ბრწყინავდა.
მათ ჩვენს გულში ყველას თავის წილი აქვს,ჩვენც არ ვაკლებთ დიდებას და ვაშასა -გურამიშვილს, ორბელიანს, ილიას,ბარათაშვილს, აკაკის და ვაჟასა.
ყველაფერი ქართულია, ჩვენია,ქართლის ბაღში რაც იზრდება, რაც ჰხარობს,რუსთაველის მადლი გადაჰფენიასაქართველოს პოეზიის ცხრა წყაროს.
1945