პოეზია · ლირიკა
უცნაური ამბავი
თბილისის ღამეს შიში სწვევია:ამბავი მოაქვს მტკვარს უცნაური, -ავჭალას ცეცხლი შემოხვევია,ანთებულ რკინის ისმის ხმაური.დაირღვა ძილი და მყუდროება,მიეცა ღამე ჟრიამულს უჩვევს;ნაძვის სვეტები თეთრ ურდობადშემოესია თბილისის ქუჩებს.და დაირაზმა შიშველ სვეტებისრკინის ფეხებზე შემდგარი ჯარი,დატყვევებული ცეცხლის წვეთებირომ დაარიგოს მეტის სიჩქარით.ის ავჭალიდან სინათლეს ელისდა მთელი ღამე არ დაიძინებს;შუშის კბილებით უჭირავს ქსელი,სადაც მორჩილი ელვა იდინებს.როცა სვეტები გადაიქცევაათასი მთვარის ეშაფოტებად,სნეული ჩრდილი ცად აიწევა,იმატებს ღამის გაბოროტება,ვერას გახდება - ბევრიც იბრძოლოს,და რომ ინათებს დილა სისხამი,წავა და სადმე ქალაქის ბოლოსთავს ჩამოიხრობს თბილისის ღამე.
1926