↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე ამოდის

აბაშელი ალექსანდრე

2012-09-121 წთ საკითხავი1394 ნახვა

—
სიომ სარკმელს შეჰსისინა: მზე ამოდის.გააცინა ფანჯრის მინა: მზე ამოდის!შემომძახა ცისკიდეზე ქორწილია,და შენ რაღამ დაგაძინა: მზე ამოდის!მიწამ ფრთები აიშალა ზურმუხტისა,ცამ ღრუბლები ააფრინა: მზე ამოდის!ცის ასული ისე მოჩანს ცეცხლის ნავში,ვით ქალწული პაწაწინა: მზე ამოდის!დღე ებრძოდა ღამის თავადს და ქალწულიმან საცოლედ დაირჩინა: მზე ამოდის!აჰა, საქმრო მოახლოვდა ღრუბლის ჯარითდა მონახა ქალის ბინა: მზე ამოდის!ცეცხლის ტუჩით ჰკოცნის ვაჟკაცს პატარძალიკოცნამ ცეცხლი გააჩინა: მზე ამოდის!
1916
აბაშელი ალექსანდრე

აბაშელი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი