↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამ გაზაფხულზე ეს ქალაქი მართლა მომიხდა

ანფიმიადი დიანა

2026-07-181 წთ საკითხავი3012 ნახვა

—
ამ გაზაფხულზე ეს ქალაქი მართლა მომიხდა,თითქოს ჩემს ტანზე შეკერილივით,ტუჩებზე ტკბილი წებო წავისვითვალის უპესთან მივიხატე სახლის ჩრდილები,ვკეკლუცობ.ტანზე მორგებულიქვიშის ქუჩებით,შადრევნებით,ფიჭის სახლებით,ჩემი თავიდან მასთან გავრბივარ,ორ-ორ საფეხურს ერთად ვახტები.როგორც კოღოებს, სახეზე რომმაფრინდებობდნენ(ტბა ფარავანთან)ჩემს სხეულში ახლაც ბზუიან,ჩემს მყუდრო სახლში ისევ ვკეტავ ადამიანებსვინც ჩემს ქუჩაზე გამოივლის, ან გაუვლია.დილის საუზმე – მეგობრები პლასტმასის თეფშზე,დანა-ჩანგალით ვანაწილებ გრძნობებს, შეგრძნებებს,ფერმკრთალ ღიმილებს, ხელისგულებს, გამდნარ პროფილებს,სიტყვებს მივირთმევ – მაძღარი ვარ და კმაყოფილი.და აღარავინ რჩება ჩემთან, ყველა ჩემშიადა მეც თვალები მაგრად ჩავრაზე,არაფერს ველი, მხოლოდ ვარწევ ცარიელ აკვანსდა დედამიწას-მამაჩემის ჩალის სავარძელს,გულიდან გამხმარ ხელისგულზე გადმოვიწერეყველა სიზმარი, ყველა დილა, ყველა შეხება,ყველა ნაჭერი ლურჯი პური და ჭიქა თოვლიქვიშად დავაგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან.ქვიშად დავეგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან..
ანფიმიადი დიანა

ანფიმიადი დიანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი