პოეზია · ლირიკა
concerto #3
გუშინ ნაწვიმარ ცაზე ვკრეფდისიზმრის ყვავილებსაყვავებული დედაჩემიგავთელე ფეხით,მერე შვილივით დავიტირებავშვობის სატრფოროცა გარდაცვლილ მამაჩემზეუფროსი გავხდი,მე ნაადრევი ნაყოფივითმოვწყდი ჩემს ბინასდა სამყაროში გავიფანტე . . .ჩემი წარსული ვერ მოესწრონანატრ დედობას,ჩემი სუნთქვისგან დაიცალა,გარდაიცვალა . . .
ერთად აფეთქდა ყველა ვარსკვლავი,როცა მე ვიშვი,ხმა ჩაეხლიჩათ ყეფით ბაყაყებს,ჩემმა მხლებელმა ზამბახებმა გამხადეს შიშიდა მარტოობით მომავარაყეს,და ტკივილების ყვავილებით გადაპენტილიჩემი სხეული – გრძნობისა და ფიქრის ნაყოფი,სიზმრით აავსეს,გაშლილ თმაში ღამე შეხიზნესღამე დამარქვესდა მეც ვღამობდი . . .
მერე ვიღაცის მყუდრო ცოლად გარადავიცვალე,გამომეღვიძა საკუთარი სხეულის ჩრდილში,თმებში ბალიშის ბუმბულივით შემრჩა სიზმარი,ჩამოვიკრიფე თითებიდან კვირტები შიშისდა ნაადრევი სიზმარივით მოვწყდი ჩემს ბინასდა სამყაროში გავიფანტე. . .
ვანთებ ვულკანებს საკუთარი ხსოვნის წინაშედა გაფანტული წამებიდანჩემს თავს ვაგროვებ,დრო შეიკუმშა ჩემში,ვარ ავოგადროს რიცხვიდა უჟანგბადო მთვარე,სადაც შეხებით ლაპარაკობენ.