პოეზია · ლირიკა
არიადნე
ლაბირინთია გასავლელი,მე კართან ვდგავარ,ქიტონის კალთა და ქამარიზღურბლთან ეთრევა,თმა – შავი კვამლი ვულკანიდანდა ცხელი ლავა,აორთქლდა სუნთქვათუ ვარდისგან ეთერზეთები.
ლაბირინთია გასავლელიარ გატან გორგალს,არგაჩენილი ჩვენი ბავშვისნერწყვი გაწელე,არც მახვილს გატან,საკმარისად გტკივა და ბორგავდაბოლოება ყველა აზრის –ნერვი, სამწვერა.
ლაბირინთია გასავლელისაკუთარ ეჭვებსუნდა წვდე რქებში,ცალი ხელით, მერე დახრჩობა.( მე გველებივით მეხვევიანჩემივე თმებიდა ამ ნაწნავთა დასაფრთხობად,გოგირდს ვახრჩოლებ).
უნდა გაბედო,შავი აფრა თეთრითშეცვალო,რადგან დავღვინდი –ანუ დროარომ ღმერთს ვეცოლო.....ლაბირინთია გასავლელი.