პოეზია · ლირიკა
დაგვიანებული პასუხი მამას
ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
რა დავაშავეთ ჩვენ,ვინც ვერ გავლოთდით, ვერც გავმდიდრდით,ვერც დავიხოცეთ?..
ზვიად რატიანი
(მასვე)
მინდოდა მეთქვა,რომ ჰაერი განა გვამძიმებს,უბრალოდ მჭიდროდ გვეხუტება, ასე სჩვევია,რომ ტკივილებიც ბავშვებს ჰგვანან,ტირიან მაშინ, როცა გარშემოარავინაა მათი სურვილების გამზიარებელი,რომ სხვაგან წასვლას, აქ დარჩენაყოველთვის არ სჯობსდა რომ სიტყვები,სანაპიროზე, მზისგან გახურებული კენჭებივით,ტანს რომ გიწვავენ,მხოლოდ ცდილობენ გაათბონ შენი სველი ზურგიდა რა ქნან მათაც,ასე მოსდით, გადამეტებით, განა განზრახ,განა არ სწუხან..
მინდოდა მეთქვა,მირაჟია წვიმის წვეთები,ხან თოთო ბავშვის თითებივით რომ გეფერება,მზისგან დასიცხულ, გახუნებულ ხორბლისფერ კანზე,ხან კი გისერავს სახეს ისე,როგორც პარსვისას, ბლაგვპირიანი სამართებელი..მირაჟია ყველა მდინარედა რა თქმა უნდა, მათ ტალღებში,დამცინავად არეკლილი უფიქრო მზერა,შხეფებშეხსნილი ამაყად, რომ გვადევნებინებს თვალს,ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ თავი დავიხრჩოთ..
მინდოდა მეთქვა,არაყგამოცლილ, ჭუჭყიან ბოთლებსაცენატრებათ თავისი წარსულიდა არასოდეს ჭახუნობენ იმაზე მეტად,ვიდრე მათგან წამოსული სითხე – ჩვენს შიგნით,ყველა მპოვნელი საბოლოოდ დაიკარგებადა ყველა კარი საბოლოოდ იქცევა ჩარჩოდ,რადგან არასდროს გამწვანდება ხისფერი კუნძი,რომელზეც ვჯდებით, ბოთლებს ვაწყობთ,ანაც ბანქოს ვშლით..
მინდოდა მეთქვა,არ გახედო ჰორიზონტს მაშინ,როცა არავინ იყურება შენს გარდა იქეთ,როცა არავინ იყურება იქიდან შენკენ,რადგან მზე რომ ჩადის,ჩვენ ვაშტერდებით, ვხატავთ, ვწერთ, ვძერწავთდა ვერასოდეს ვასწრებთ დავწეროთ,როცა ჩვენივე მეგობრები ჩადიან დაბლა,უფრო დაბლა, ვიდრე მზე, წვიმა,ან მდინარე..და ჩვენ კი ვიცით, რომ მოვილევთ დაგროვილ სათქმელს,დავწერთ ან ვიტყვით, ავშარდებით, კედელს შევაყრით,ამოვიხვნეშებთ, წყალს გავატანთ, ჩავიჩურჩულებთ,მერე კი ტანჯვით დაღლილები ძილს მივეცემით,სანამ მზე ისევ უკან არ ამობრუნდებადა ისიც ვიცით, რომ არასოდეს მობრუნდებიან უკან ისინი,ვისზეც ძილის წინ,მხოლოდ საბნის მიღმა თუ ვფიქრობთ..
მინდოდა მეთქვა,არ არსებობს დანაშაული,არ არსებობენ მოპასუხე მხარეებიდა მითუფრო არ არსებობს მოსამართლე,რადგან ჩვენს ტკივილს ვერასოდეს სხვა ვერ აზიდავს,მძიმე იქნება და ხმას ჩაუწყვეტს,თვალებს დაჩიჩქნის და არასდროს მიუყვანს მშველელს,რადგან ჩვენც ვიცით,თუ ერთხელ მაინც ამოვარდა ქარიდა ვერ ვუშველეთ, ერთმანეთზე შემოჭიდებით,მაშინ ყველანი გავჩუმდებითდა შინ მოსულნი, უსირცხვილოდ მოვიტყუებით,რომ მთელი მტვერი, მთელი ჭუჭყი,რაც კანზე აგვყვა,იმის ბრალია, რომ შემთხვევით გზა აგვერიადა შუა გზაზე, უშნოდ დაგდებულ ქვას ფეხი წავკარით,წავიბორძიკეთ და მტკივნეულად დავეცით დაბლა..
მინდოდა მეთქვა,რა ხანია სიცილს ვიკავებთ,როცა მეგობრებს გულისყურით ვუსმენთ,თუ როგორ მიატოვა ისინი ქალმა,რომელიც მუდამ ანგელოზად ეჩვენებოდათ,ჩვენ კი ვიცოდით,ვიცოდით მუდამ, რომ ანგელოზი,ბევრ სხვა მეგობარს, უფრო ადრეც მოლანდებიადა რა ხანია მხეცებივით ვხარხარებთ,როცა თვითონვე ვყვებით მეგობრის ამბავსდა თავშესაქცევ ისტორიად ვაქცევთ ჩვენს წარსულს,რომელმაც ერთხელ მიგვიყვანა მდინარის პირასდა ხიდის მერყევ მოაჯირზე გადაგვაბობღა..
მინდოდა მეთქვა,ასე არის,ასე იქნება..ჩამოგვენგრევა სხვენი თავზე,ცა დაგვექცევა,გამოიდარებს ნანგრევებზე და გამოჩნდება,როგორც ნაომარ სველ მინდორზე,მზე – ვალკირია..მერე კი ისევ შემოვსხდებით ცეცხლის გარშემოდა ფიცსაც დავდებთ, რომ სიმართლეს ამოვთქვამთ ჩვენსას,რომ აღარასდროს შევჭამთ ჰაერს, ზომაზე მეტად,არ გამოვთვრებით მიწითდა ვეტყვით პირში, ცეცხლის ალს მიღმა მოკალათებულჩვენს წარსულს, აწმყოს და თუ იქნა – მასაც, მომავალს,ყველა ხარხარის, ყველა ძღომის დალექილ ამბავს..
და ბოლოს მაინც,ძილისწინა ლოცვების შემდეგ,და თბილ საწოლში, ემბრიონივით მოკუნტვის შემდეგ,ყველა ფიცის, ყველა კოცნის და სიტყვის შემდეგჩვენივე თავსაც დავუმალავთ,რომ ისევ არ ვთქვით,ისევ არ ვთქვით, რაც უნდა გვეთქვა..