↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)

2026-07-183 წთ საკითხავი2250 ნახვა

—
როცა ეს მოხდა,არ უყვარდათ ქალებს კაცებიდა მთვარე იყო ოდნავ უფრო შეყვითლებული,ვიდრე უფერო..თვალები ჰქონდათ არეული და პირდაპირი,როგორც ბილიკი, რომლის ბოლოცისე შორსაა, რომ ყველა არჩევსშუა გზიდან უკან შემობრუნებას..როცა ეს მოხდა,არ აცხობდნენ ფორთოხლის ნამცხვრებს,უბრალოდ ხიდან მოწყვეტილ ნაყოფს,მტვრის შეუმჩნევლად და ამის გამოხელის გადასმის გარეშე ათავსებდნენ ენის შუაში..არ არსებობდა არც ომები ათასწლოვანი,არ ინახავდნენ მიწაში ოქროსდა არც ბანკებში ხსნიდნენ ანაბრებს,მხოლოდ დაჰყავდათ მკერდზე მიბჯენილტყავის ნაჭრებით ახალშობილი,მათთვის კი უფრო, ერთ მზიან დილას საკუთარ სხეულსმოწყვეტილი და გამოგდებული ანგელოზები..როცა ეს მოხდა,არ თამაშობდნენ ბავშვები ქაუნთერ სტრაიკსდა დღე იყო უფრო გრძელი, დაუგეგმავი,არ ერქვათ თვეებს სახელებიდა წელიწადებს არ ჰქონდათ რიცხვითი თანმიმდევრობა,ასაკს, უბრალოდ თვლიდნენ ხელებზე კოჟრების მატებითდა ქუთუთოების სიმძიმით,ამიტომ ხშირად მოხუც ბავშვებს ეკითხებოდნენ აზრს უფროსები..როცა ეს მოხდა,არ იცმევდნენ ბიჭები ჯინსებსდა გოგონები არ ისვამდნენ დიორის კრემებს,მხოლოდ უყვარდათ ერთმანეთის კანის სუნები,შეზავებული მიწის და წყლის არომატებით..არ არსებობდა დედამიწა, როგორც ასეთიდა უსასრულო სამყაროზე წარმოდგენები იყო უეჭვო,უსახური ღამეების ფონზე კილამაზი ჩანდა ინტერესი მდინარის იქით..როცა ეს მოხდა,არ აგებდნენ კოსმოდრომებსდა არ ითვლიდნენ ყოველწლიურად რიცხვს ცუნამებისდა სხვა მსოფლიო კატასტროფების,რადგანაც ერთი უპრეცენდენტო სიკვდილი მაშინიყო ტკივილი მხოლოდ ერთი, მხოლოდ პირადიდა არა მთელი დედამიწის ბრმა სტატისტიკა..როცა ეს მოხდა,ჯერ კიდევ არსად არ მღეროდნენ საქველმოქმედოდდა არ უყვარდათ პოპ-კორნი და “მეოცნებენი”,მხოლოდ საღამოს, მზის ჩასვლისას გადაღლილებიიწვნენ ხის ძირას უწარსულო სველი თვალებითდა უყურებდნენ ჰორიზონტებს, თითების ლოკვით..ასე იყო და ემატებოდნენ ერთმანეთსნასისხლარი და ნასიცოცხლარი მილენიუმები,თითქმის ხუთამდე,როგორც თითები მარცხენა ხელზედა თითქმის არვინდა თითქმის ვერვინ წარმოიდგენდაროცა ეს მოხდა,რომ სულ რაღაც ორმოცი წელი დასჭირდებოდამთელი მსოფლიოს ერთმანეთზე ორჯერ ზედიზედ გადაკიდებას,რადგან არ გრძნობდნენ ამბიციას უკეთესობისდა სანამ ხე არ დარჩებოდა ჩრდილის გარეშე,არ უნდებოდათ ქალებს კაცები..როცა ეს მოხდა,ჯერ არ წერდნენ ლექსებს ყოველდღიურადდა მით უმეტეს ვერ დაირქმევდნენ გენიოსებს,უბრალოდ ჩხაპნიდნენ კედლებზე წარწერებს,უსასყიდლოდ, დაუნანებლადდა თითქმის სჯეროდათ რომ ვიღაც შემდეგ ნახავდა სისხლითგამოყვანილ და ამოტვიფრულ ეპიტაფიებს..როცა ეს მოხდადა ზუსტად მაშინ, როცა მოხდა ესჯერ არ იცოდნენ კოსმიური ანომალია,ჯერ არ იცოდნენ ინგლისური სალაპარაკოდ,ჯერ არ ესმოდათ,სწორედ მაშინ არ ესმოდათ, რომ ხდებოდა ეს,როცა ეს მოხდა..

ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი