პოეზია · ლირიკა
დიალოგი მონატრებულ მეგობართან
ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
მთელი ცა ჩემი ცისფერი ზურგჩანთაარომლითაც მზე მომაქვს შენთვის..
ზაზა კოშკაძე(მასვე)
ყველაფერი წავიდა.ყველაფერი ჰაერია.სინათლე ჰგავს ასანთის დამწვარ ღერს.სინათლე ჰგავს ტუჩებს.ყველაფერი ქრება.ჰო.
ის ბარის მაგიდასთან ზის,სუსტი და უსიცოცხლო,როგორც ღამის განათება.ის ზის მაღალ სკამზე, ფეხებმორთხმული,ეწევა სიგარეტსდა ჭუჭყიან თმას ხელით ისწორებს.ის ამბობს:„მაგრად მომენატრე, სან“.გარეთ წვიმს.წვიმის ხმა არ აღწევსნახევრად განათებულ ბარში.მე ვეუბნები:„ხედავ?ხედავ, როგორ შეიცვალა ჰაერი“?სიგარეტს კოკა–კოლისგადაჭრილ ქილაში აქრობს,ბიჩოკამდე ჯერ არ ჩასულა..ის ამბობს:„ჰაერი კი არა,ჩვენ შევიცვალეთ.. ტეხავს“.ბარში შემოდის პატარა მათხოვარი,„დაცვა დააყენეთ, ბლიად“ –ხმა კუთხის მაგიდიდან.კარის გაღებისთანავე ცივი ნიავიაღწევს ჩემამდედა მექანიკურად ჯიბეებისკენ მიმაქვს ხელები.მე ვამბობ:„ხედავ?ხედავ, როგორ შევიცვალეთ ჩვენ“?ბავშვს კეფაში მძიმე ხელი ხვდება,ორიოდე წამში უკვე გარეთაა,უხერხული მომენტია,მუსიკას ხმას უწევენ.ის ამბობს:„ჩვენ?ვყოფილვართ კი როდესმე არაშეცვლილები“?ახლაღა ვხვდები,რომ ხელები ჯიბეში მიწყვიადა მუშტები მაქვს შეკუმშული,ან დაძაბულობის, ან სიცივისგან..სუნთქვა ჭირს,ბევრს ეწევიან.მე ვამბობ:„ხედავ?ხედავ, როგორ აცივდა“?თვალს თვალში მიყრის,აშკარაა, წუხანდელი უძილოა,მერე სკამიდან დგება და შარვალს იფერთხავს,თხელი მაისური აცვია,არ სცივა. შეეჩვია.ის ამბობს:„უარესი სიცივეც მინახავს,შენ ხომ იცი, არა“?თვალებს ვხუჭავ,ვცდილობ რაღაც გავიხსენო,მერე ზურგისკენ ვტრიალდებიდა ხელებს განზე ვშლი,მე ვამბობ:„ხედავ?ხედავ, როგორ მომენატრე“?თვალებს ხელით ვისრეს,კარიდან გავდივარდა უკანმოუხედავად ვიჯახუნებ.ის ამბობს:„ჩვენ“..მეტი აღარ მესმის,ქუჩის ხმაური ფარავს.
სინათლე ჰგავს ასანთის დამწვარ ღერს.სინათლე ჰგავს ასანთის დამწვარ ღერს.ჰო.