↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იყო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
იყო ბურუსი გაურღვეველიდა კაკანებდა ტყვიისმფრქვეველი.
დღემ მოღუშულმა წარბი შეხარა,დაცლილ ქუჩებზე მკვდრები ეყარა.
უცებ მაღალი ცეცხლი ავარდადა ბნელი ცისკენ გაინავარდა.
ცეცხლი ძლიერი დიდხანს ვინახე,როს იმედები სხვა დავინახე.
ეს მინდა ვუთხრა მიეთ-მოეთებს:მე ქარში ვიყავ, როცა პოეტებს
თქვენთვის საყვარელ ბულბულ-მდელოში,ტკბილად გეძინათ საქართველოში.
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი