პოეზია · ლირიკა
რავა ხარ, იუზგარ
სუფრასთან მძიმედ სხედან კაცები,დოქიდან სევდის ამოდის ჯინი.სვამენ კაცობის არდამარცხებისმთვრალი მამრების ველური ჟინით.სვამენ სამსალას მძიმე ცხოვრების,დიდი ჭიქებით, მღვრიე გულებით,და გადაეშვა თრობის მორევშიშიშველი შიში დაძაბუნების.რქამოტეხილი ხარების მსგავსადგამოცოხნიან ნაოფლარ დღეებს.ვიღაცამ კოჭი ალჩუზე დასვა,ვიღაც ლოთობას გადაჰყვა მერე.ბუხარში ნედლი შიშინებს კუნძი,მასპინძლის გოგო უნიჭოდ უკრავს.ნასახლიკაცარს სიტყვა აქვს ძუნწი,ჩაძირულ ხომალდს წააგავს სუფრა.და აღარ უნდათ სიმართლე ცოლებს,გულგამოხრული კაცების ცქერა.და ნებდებიან სიმთვრალის მორევსმღვრიე კაცები და გულში სჯერათ,რომ არ გამტყდარან ბოლომდე მაინც,ნაპირებს ისევ აითრევს ღუზა.მოვა სიფხიზლე ხვალ, ზეგ ან გაისსდა გეტყვის ვიღაც, _ რავა ხარ, იუზგარ...