პოეზია · ლირიკა
ერთხელ, თბილისში
რესტორანში მაგიდაზე თაიგული იდო,უხდებოდა განწყობას დაუფრო სუფრის კიდეს.შენ ყვავილებსხელი ისე გადაუსვი თითქოს,ორივ ხელი საფერებლადთმაზე მე მომკიდე.ანჩისხატის ქონგურებზეგოგმანებდა მტრედი,მე რესტორნის ფანჯრებიდანგუმბათს გავყურებდი.ყველაფერი ბედი არისდა ჩემს თავზე ზეცასმტრედისფერი სიხარულისსამოსელი ეცვა.თითქოს ფეხის წვერზე ვიდექ,თმებით ვგრძნობდი ასტრალს!ვსაუბრობდი უცხო,მაგრამ უსაყვარლეს კაცთან.იყო მტრედი, ანჩისხატი,იყო ქვეყნის კიდე,იმ საღამოს ცის ფარდაგზემთვარედ მე ვეკიდე...