პოეზია · ლირიკა
მეორადი ყოფა
პირველადი ინტელიგენტიმეორადი ტანსაცმლით,ფასი იგივეა, ფასს არ ვცვლით.გავყიდი ნაკითხ კაცს ერთ პურად,მიზნებს ემსახურა ერთგულად.თუ გონიერი ხარ,რატომ ხარ მშიერი?დაკარგა ქალაქმა ნამდვილი იერი.კიდევ ერთ ტაჯმაჰალს იშენებს გოიმი,თვალს მიკრავს თაროდანსომერსეტ მოემი...დროში დრომ ამოგვჭრაზედმეტი ფირივით,ყვირილი გვინდადა გამოგვდის ტირილი.`ახალი” ქვეყანა ვის უნდა აჩვენოთ?დარჩა კი ადგილიამ ცის ქვეშ საჩვენო?..`მისისიპდალეულთ”არ მოსწონთ ჭის წყალი,_ ვის გიყვართ სამშობლო?არ თქვათ, შეგრისხავენ!პირველადი ინტელიგენტიმეორადი ტანსაცმლითსამშობლო უყვარსდა სხვაზე არ გაცვლის!!!კედელზე შეყრილი ცერცვების ქვეყანა,ნაგავზე რამდენის ოცნება ეყარა...