პოეზია · ლირიკა
საქმიანი წინადადება
ალუბლის ხეო, მე მოგიძღვნილექსის გამოთქმის საიდუმლოს,შენ აყვავების ნიჭი მიბოძე.ჩვიდმეტში უკვეგაბუსხული გქონდა ტუჩები.ოცდასამშიკენწეროზე წაგეცხო საღებავი.ოცდარვა მარტს _ ორშაბათ დღესდილიდან თეთრად გამოანათე.აპრილია და მოიკაზმე დედოფალივით.აპრილია და სისხლი გიდუღს,თავბრუ გესხმის, გულს გეზიდება...მარადისობა ერქვა შენს ზამთარს,გასცდი დეკემბრის საუკუნეებს,იანვრის ხუთგზის გამყინვარებას,თებერვლის ახალ წელთაღრიცხვას,გამოხვედი, გამოაღწიე.ო, მე რომ წამით მაგრძნობინაეგ აღტყინება,მეორედ მოსვლის სიხარული,კვდომკის, გაქრობის არადჩაგდება...ო, მე რომ ახლა ერთი წამითშენს გულში დამსვა!