პოეზია · ლირიკა
ხმით მიწის დანატირალი
სიმართლის ამარა დარჩენილანქართლის ბაღები და ველ-მინდორი.ძილში ომისაგან Aჩარჩენილ ხმასახშობს დღე პირველი, დღე მეორე...ნეტა კი შემეძლოს, ჭერად ვექცეყველა დევნილსა და რჩენილს მარტოდ.ცალ-ცალი სცმევია ჩექმაც ფეხზედიდი იმპერიის რესტავრატორს.აღა-მაჰმად ხანის დამწვარ თბილისს,შაჰ-აბასის მიერ აჭრილ ვენახს,ახლა რუსის ტანკი გადაუვლის,დედაბუდიანად გამითელავს.ქურთა, ერედვი და კარალეთიჩუმად მისტირიან სახლიკაცებს.მალე გაუწყრებათ მამა ღმერთი,მათ, ვინც ქართლის მიწა დაიტაცეს!ტკივილს როგორ უხმოდ იშუშებენ,მუდამ თავმდაბალი ქართლელები.გულში კირად წვავენ შიშველ შიშს დავერგასათევ ღამეს ათენებენ.ომმა გულისგულში ჩამახედა,ყველა გრძნობის მოხდა ლუსტრაცია.ქართლის მიწა ისევ ჩახმახზე დგას,რუსით ნუ მაშინებ, თუ კაცი ხარ...