↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პროტესტი

ჯიხაძე მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი1249 ნახვა

—
მე არასოდეს დავწერ სხვების გასაოცებლად,და არ გავხდები ყალბ გრძნობათა მოდელიერი,მექანიკურად დასაქოქმა ხარბმა დროებამსტრიქონ-სტრიქონ რომც დამახიოს ყოველი ლექსი.
ლექსის კითხვისას მე ლოთები გამიღიმებენ,თქვენ დაგაყრუებთ ოვაცია კლაკიორების,დაფნის გვირგვინებს მოირგებთ და იტყვით - "ave მე"-ს,მე კი არასდროს ვაღიარებ, რომ ვარ პოეტი.
გხიბლავთ თემები მგრძნობიარე, ტრაგიზმით სავსე,ხალხზე გათვლილი, გლობალური, მომგებიანი,(წერთ აფეთქებულ ცათამბრჯენზე(ამერიკაში)და დღემდე გლოვობთ ტრაგედიას მომხდარს ბესლანში)--როცა უცრემლოდ ასფლავებთ საქართველოში,დეკემბრის სუსხში, მარტოდმარტო ღამენათენებ,ნაგავსაყრელზე დედის მიერ გადაგდებულ დავირთხის ნავახშმარ, უსახელო ბავშვს მერამდენედ...
არ მჯერა თქვენი ნიჭიერო ფარისევლებო,სავსე გაქვთ სული განდიდების მეტასტაზებით,ფანტეთ სიყალბე, როგორც გსურთ და როგორც გენებოთ,(საიქიოში თქვენ უთუოდ განსხივოსნდებით).
მე არასოდეს დავწერ სხვების გასაოცებლად,და არ გავხდები ყალბ გრძნობათა მოდელიერი,მექანიკურად დასაქოქმა ხარბმა დროებამსტრიქონ-სტრიქონ რომც დამახიოს ყოველი ლექსი...
ჯიხაძე მერაბ

ჯიხაძე მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი