↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გათოვდა ძმა

ჯიხაძე მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი794 ნახვა

—
ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ(როი)
ღრუბლები... გათოვებას აჩვენებს თერმომეტრი,სიტყვები უმიზეზოდ განცდებმა მოიპარეს,ლოდინით გადაღლილი სარკმლებთან ველოდებით,უმანკო, ყველაზე თეთრ ფიფქების კორიანტელს.სიჩუმემ ლოდინმა და თამბაქოს ნაფაზებმა,იანვრის ოცდაექვსი მოტეხეს კალენდრიდან,მინებზე სტრიქონებად დავწერეთ აღსარება,ათასჯერ დაწერილი, (ართქმული მამებისთვის)გათოვდა ფანჯრის მინებს წარსული ეტმასნება,ამ ღამით გეფიცები ღამემაც აურია,თოვს რაღაც აბსურდულად ურიტმო ეტაპებად,(ამ ღამით ლექსის წერაც ვფიქრობ, რომ აბსურდია)თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრესიით,შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაშენი...თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრესიით,შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაჩემი...ოთახში მოგონებებს დუმილი გაემიჯნა,დუმილი უსაშველო განცდათა მომეტებით,და ასე იშვიათად, ჩარაზულ ფანჯრებიდან,სახლებში ბრუნდებიან მამები - პოეტების.
ჯიხაძე მერაბ

ჯიხაძე მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი