↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიუჟეტი

ჯიხაძე მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი1249 ნახვა

—
ქალაქი გაგიჟებას სიმშვიდით ელოდება,უღმერთო ამინდია, განწყობით - ტელეპათი,სიცივემ ემიგრანტად მონათლა წეროები,და მთვრალი პოეტივით მოტეხა ნეკერჩხალი.
წვიმები თოვლნარევი დეკემბრის რეზიდენტი,გაშალა ნოემბერმა ყვითელი პასიანსი,ქარების ჩურჩული თუ მარტივად რეკვიემი,ბეღურებს შევუთვალე თვალებით სამძიმარი.
ნეკერჩხლის მონოლოგი - ურიტმო ფოთოლცვენა,ქალაქში გარდაცვლილი ფოთოლთა პროცესია,საღამომ გადაიკრა სიჩუმე გობელენად,ქუჩაში მერქნიანი შიშველი პოეტია.
შეშლილი ქარიშხალი - ნოემბრის პრიმადონა,მთავრდება მასკარადი, ნებით თუ უნებლიეთ,ჭაღარა მეეზოვე დარბეულ მიდამოდან,აგროვებს შემოდგომის შელახულ სუვენირებს.
ჯიხაძე მერაბ

ჯიხაძე მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი