პოეზია · ლირიკა
მინიმები
===გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ,დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა.
===მათ რომ იცოდნენჩვენი სიყვარულის ისტორია,მთელი სამყარო ჩვენს გარშემო ილიტანიებდა.
ეპილოგი ბრმის დღიურიდან:ვკვდები,ხვალ ჩემთვის პირველად ამოვა მზე...
====შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ,უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში,რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება...
===ყოველი შეხვედრის ბოლოს შენ მემშვიდობებოდი,მემშვიდობებოდი სიტყვებით:"მიყვარხარ, დროებით",მე კიდევ მხოლოდ დღეს მივხვდი,რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი...
===ყველაზე იღბლიანი უიღბლო გამოვდექი,შენ რომ გაგიცანი დაშენ რომ მეძავი ხარ.
=წამოდი ბეატრის,ავიდეთ იმ ცათამბჯენის სახურავზე,სადაც თებერვლის სუსხიან ღამეს,მე მოგატყუე,და დაგარწმუნე იმაში,რომ ბედნიერება სულაც არ ჰგავდა დღენახევრიან პეპელას...
=მათხოვრის ფეხი-ყველა ზომის ფეხსაცმელს ირგებს.=მზის ამოსვლა-შენი გაღვიძების რეზონანსი.
===ჩვენ ორნი -უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს.