პოეზია · ლირიკა
მეგობრობა
როცა ჩემი მეგობარი კეთროვანი ხდება,ერთი დღით ვივიწყებ ყველა საქმეს,მივდივარ ლეპროზორიუმთან,ფანჯარაზე ვაკაკუნებ და მერე ჩვენოდესღაც გაწმენდილი შუშის ბურუსშიერთმანეთს შევცქერითდიდხანს და ხარბად.გამომშვიდობებისასმომუჭულ მუშტებს ვშლით დახელისგულებით ფანჯრის მინას ვაწვებითსაკუთარი სივრცეებიდან.
და ჩვენი ხელისგულებიერთმანეთს ეხებაასე.
მეგობარი იღიმება დაამ ღიმილით მანიშნებს, რომარ მოითხოვს ამაზე მეტს ჩემგან,მაგრამ არც ამაზე ნაკლებს დასთანხმდებოდა.
აი, მაშინ ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.