პოეზია · ლირიკა
ტირის შემოდგომა ფოთოლცვენით
ტირის შემოდგომა ფოთოლცვენით,ფოთლებს დაუთვალა ნაოჭები,მწვანე შეუცვლია ოქროსფერით,სევდის ჩაუცვია სამოსელი.
ზამთრის მომლოდინე, განაბული,ჭადრებს ანუგეშებს მოფერებით,სევდის მარწუხებით დანაღმული,სეტყვით დარბეული ნოემბერი...