↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნობი ჯარისკაცის დედა

ჯიხაძე მერაბ

2026-07-181 წთ საკითხავი1265 ნახვა

—
როდესაც ერი ზეიმობდა ომის დასასრულს,მოწყალე ღმერთის, მისთანის თუ ვიღაცის ნებით,სადღაც ხალხისგან მიტოვებულ, მიწადაბზარულ,სასაფლაოზე ვიღაც ქალმა იშვილა მკვდრები.
უხმოდ, უსიტყვოდ ლოცულობდა მთელი არსებით,უფერულ დღეებს უსიცოცხლო თვალებში ცრიდა,მიწას ყელამდე შემოდგომა ძვლებით ავსებდა,სექტემბრის მზე კი გადმოხტომას ლამობდა ციდან...
დღე-ღამეები კალენდრიდან ფურცლებს ბარდნიდა,მზე, ქარი, წვიმა, ფოთოლცვენა, ფიფქები(თოვლის),დედა დუმილით მიარღვევდა დროის ბარიკადს,იანვარი კი საფლავს თხრიდა საფლავებს შორის.
მზენაკლულ დღეებს ქარიშხალმა ღმერთი დაუფრთხო,ანგელოზებმა ღრუბლებიდან ცრემლები ღვარეს,თოვდა, ციოდა... წამიწამზე უფროდაუფროჭირვეულობდა გათენებას უღმერთო ღამე...
დღე იდგა ესე უდღეური, ღამენაზავი,მზე ინერციით კალენდრიდან თებერვალს ხევდა,სასაფლაოებს შეემატა ერთი საფლავი,ეპიტაფიით "ჯარისკაცთა უცნობი დედა".
ჯიხაძე მერაბ

ჯიხაძე მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი