↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პაოლო იაშვილს

ტაბიძე ტიციან

2010-08-121 წთ საკითხავი10766 ნახვა

—
ჩემი სონეტი მოელოდა ეპიტალამას,სიამის ტყუპი - სიამითაც ვიყოთ ტყუპები.საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს,მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით.
სხვა მეგობარმა და პოეტმა გვადარა ალმასს,ვიცი გავტყდებით და არასდროს მოვიღუნებით,ძველ პოეზიას კადნიერად ვახურავთ ჩალმას,მაგრამ სავსეა სიყვარულით თვალის უპები.
წითელი ხარის გამძლებია მაგარი ჯიშიდა იალაღზე შენ იქნები მუდამ წინამძღვრად,ამიტომ არ აქვს არც ერთ ყანწელს აქამდე შიში
რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად.ყველას გვინდოდა ყოფილიყავ ჩვენი ამარა,მაგრამ ჩვენ ძმობას დღეს გიბრძანებს შენი თამარი.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი