პოეზია · ლირიკა
ორი არაგვი
ასე ადგება წარღვნა ქვეყანას,ელვამ მთის წვერებს გადაუარა,გრიგალი კორტნის და წვიმის თქეშშიგაუღვიძია სებასტიან ბახს.
და სიყვარულის თვითონ მუქარაარა ჰგავს მხოლოდ პოეტის ტრაბახს.თითქო მშობლიურს ისმენდეს ნანასანდა დაღუპვა იყოს ნუგეში -
ასე აპარებს დემონი დანასაკანკალებულ თამარს უბეში.ასე ფართხალებს მწირი გულადი,დაბდღვნილი ვეფხის სისხლის გუბეში.
ყორანი შავი ყორნის სულამდეარაგვის ველზე ითრობა ლეშით.ორი არაგვი, როგორც ორი და,ვით დღე და ღამე - თეთრი და შავი,
ბავშვურ ტირილით ტოლად მოდიან,რომ ერთად მტკვარში დაიღრჩონ თავი.