↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მომენატრა

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52772 ნახვა

—
შემოდგომის ჟვერებივითქარი აქეთ-იქით გვფანტავს,აგერ საქართველოა და _საქართველო მომენატრა.
ომი უკუღმართი მიდის,გზები მოიზომა დარდმა,მივალ და ვერ მივალ თბილისს _და თბილისი მომენატრა.
რაც ახლოა, დაშორავდა,რაცა იმედს ჰგავდა, გაქრა,ყველგან მეგობარი მყავდა, _მეგობარი მომენატრა.
სამართალმაც ვერ იმართლა,ბედი იმდენ რამეს გვართმევს,ეს ხომ საქართველოა დაფარნით დღისით ვეძებ ქართველს.
აღარ გვამყოფინა ნუთუკვლა, პარვა და თავაშვება?მთელი ისტორია ცუდითდღეს ერთ დღეში თამაშდება.
შემოდგომის ფოთლებივითქარი აქეთ-იქით გვფანტავს,აგერ საქართველოა და _საქართველო მომენატრა.
1993
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი