პოეზია · ლირიკა
პირველი დღე სკოლაში
გაბედულად მიდიოდასკოლისაკენ პატარა,თუმც ამ დილით დედიკომუცნობ ქუჩით ატარა.
მოდიოდა ჩანთით ხელშითვალებგაბრწყინებული,ბედნიერი, მხიარული,მხნე და დამშვენებული.
მაგრამ როცა მერხზე დასვესდა სუყველა დაწყნარდა, -უცებ შეკრთა ჩვენი გმირი,გული აუფანცქალდა.
ნეტავ რატომ? მან ხომ დილითდედას მისცა პირობა,რომ ისწავლის მუდამ კარგად,გამოიჩენს გმირობას!
მასწავლებლის ხმა გაისმის,ტკბილია და დედური,მას სამოცი თვალი უმზერს -ყველა დამშვიდებული.
კაკო რაღამ შეაშფოთა,იგი თითქოს მარტოა,ცრემლიანი თვალებირატომ გაუფართოვდა?
იცის, გარეთ დედა უცდის,მას ხომ მისცა პირობა,რომ ისწავლის მუდამ კარგად,გამოიჩენს გმირობას!
დედის ტკბილი გახსენბააიმედებს, მხნევდება,ცრემლს იწმენდს და სიყვარულითაღმზრდელს შეაცქერდება.
1945 წ.