↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალექსანდრე ჯაფარიძის ეპიტაფია

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
როცა ყინვისგან დამზრალ თითებით,მეგონა,მაღალ ვარსკვლავებს მივწვდი,კვლავ მომეძალა ქარის ზვირთები,გაჩენილს დიდი განსაცდელისთვის....
და, მაშინ მივხდი,სად მაღლატობდა,სად დამეწია მუხთალი ბედი;რა ახლოს იყო ელვა მნათობთა,მაცოცხლებელი გულში იმედის!
გავხედე ტანჯვით გავლილ ბილიკებს,სად სიყმაწვილე მიჰქროდა მარდი,ოჰ, ის წუთები ჩემი ცხოვრებისუკანასკნელი იყო აღმართი...
მიკვირს,სად გაჰქრა ზეცა მაღალი,ან იმ მწვერვალზე როგორ ავედი -საიდან მიწაც, ქვეყნის ყაყანიცისე შორია, ვით ვარსკვლვეთი!
თუმცა მეგობართ, მოძმეთა დავცილდი,და, ყინულთ შორის გულაღმა მდებარს,მესმის,ჟამთა სვლა როგორ დასცინისქვეყნის გუგუნს და ცის მყუდროებას.
მაინც იმედად თქვენი ხმა შორიყრუ ჟრიამულით აწყდება მწვერვალს,მე მიწას მოვწყდი ვით მეტეორი,მე ცის და მიწის საზღვარზე ვწევარ . . .
ვიცი, გრიგალი დამიკრეფს მკლავებს,ის თუ დაარღვევს ჩემს სიმარტოვეს,ოჰ, ნუ დასძრახავთ შემკრთალ ვარსკვლავებს -იქნებ მათ ჩემი მზერა ათრთოლებს!
და თუმც საფლავი არ გამაჩნია,არც სამარის ქვა დინჯად მბობარი,თქვენ მატაეთ ძვირფას აჩრდილად,არ მინდა მე სხვა შესანდობარი.
ახსენეთ, ძმებო, ტკბილ სიმღერებით,ვინც უგზოობას არ დაერიდადა ყინულეთში დამზრალ ხელებითცისკენ მიმავალ ბილიკებს სჭრიდა!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი