↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ა, იმ მთაზე თოვლიანზე

შატბერაშვილი გიორგი

2013-05-121 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
გაზაფხულდა, დაიქუხა...უკვე დროა ავღიღინდე,ჩემმა გულმაც დაიძახოს,ბალახივით ბიბინდეს.
ხან შხაპუნა, ხან ჟუჟუნაწვიმა მცემდეს,მაოცებდეს,ლექსის ხეში წყალი ჩადგეს,სიყვარული აღმოცენდეს!
მხარი გამკრას,თავს დამკივლოს:ბიჭო, ხომ არ მოიქანცე?ერთხელ კიდევ აგვერბინოსა იმ მთაზე, თოვლიანზე...
ვერ გაგესწროს,წინ დაგიხვდე,თოვლზე იად დაგებნიო,თუ გაგესწროს, ვარდად ვიქცე,თოვლში ვარდი გაკრეფინო.
გამექცე და ვერ გამექცე,გზა მოგიჭრა, გაგეფინო,ჩემი ლექსის ფიანდაზზეირემივით გაგერბინოს!
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი