პოეზია · ლირიკა
"ჟამი ესეცა წარვლის..."
იესე ბარათაშვილის ბეჭდის წარწერა.
ყველას დრო წასულა,ჩემი დროც წავა,ყველა მზე ჩასულა,ჩემი მზეც ჩავა...
აქეთ ნატბეური,იქით ნამარნალი,ხმალი - წართმეული,იყო... აღარ არი.
მოდი და,ეს იყოსმაინც საცნაური:მომავალს ვესიტყვოთსიტყვით აზნაურით,
თორემ დრო წასულა,სიცოცხლეც წავა,ჩემი მზე წასულა,შენი მზეც ჩავა!
1958 წ.თბილისი