პოეზია · ლირიკა
აი მზიას კარ-მიდამო
აი მზიას კარ-მიდამოც...ეზოში დგას თეთრი სახლი.რახანია აივანზეუძრავად ზის მურა ძაღლი.
აგერ მამის ნაჩუქარიფისუნია, აი დათვიც,შუშის თვალებს აბრიალებს,აუმართავს მაღლა თათი...
მაგრამ მუარ დათვს არ უყეფს,შეარიგა მზიამ გუშინ,და ცხოვრობენ ასე ტკბილადთამაშში და სიხარულში.
თეთრი სახლის აივანზეგაუმართავს მზიას ტახტი, 'მრავალფერად აჭრელებულნოხზე დედოფალა დახტის...
კი არ დახტის, ზის მღიმრი,სიარული ჯერ არ იცის,რომ დააწვენ - თვალებს ხუჭავს,ააყენებ - იწყებს სიცილს!
1948 წ.