↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადრეა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13549 ნახვა

—
შენ პატარა ხარ, ისე პატარა,ისე საოცრად ნამლევა გოგო,ისეთი მორცხვი და კაფანარა,ვით ნაწვიმარზე მოსული სოკო...
მე ქუჩის თავში თუ გამოვჩნდები,შენ ქუჩის ბოლოს შეუხვევ უცებ,თუ ერთი გზა გვაქვს -ჩვენ დამორცხვებითდა უხერხულად მივყვებით ქუჩებს.
ვდუმვართ, ნაბიჯი ვერ აგვიწყვია...უსიტყვოდ უნდა ვუმზიროთ დღესაც -მე, ქვევით:შენი თვალების წყვდიადს,შენ, ზევით:ჩემი თვალების ზეცას.
საით წავიდეთ, რა ვთქვათ ისეთი...რომ გაგაცილო, სად გაგაცილო?ქუჩაში როგორ გამოგყვე გვერდითაგრე პატარას და სასაცილოს?!
სანამ სხვა ვინმე ამას გეტყოდეს -გეტყვი, ნათქვამი ნუ გაგაოცებს,ნეტავ მინდოდე, ნეტავ გეტრფოდე,ხელში აგიყვან, ისე გაკოცებ!
მაგრამ ეს გული მართალი ცამდი,შენი ოცნების ვარსკვლავი კენტი -ამბობს: პატარავ, შენი გზით წადი,ჯერ სიყვარული ადრეა შენთვის!
1956 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი