პოეზია · ლირიკა
პატარა კი არ გეგონოთ
პატარა კი არ გეგონოთ,შევსრულდები მალე შვიდის,რად მარიგებს, ნეტავ, დედასამსახურში როცა მიდის?!
რად ჰგონია, რომ ვიცელქებ,ან ჩავლეწავ ფანჯრის მინას?მე ოჯახის ბურჯად ვრჩები,როცა არვინ არის შინა.
თუ ხანდახან მამის ჩექმებსან ნაომარ ძველ მაზარასჩავიცვამ და ბრძოლის ველზემტრის ურდოებს შიშით ვზარავ.
განა მტერთან ბრძოლის შემდეგმავიწყდება ვაჟკაცს შრომა?"დედა ენას" ვიღებ ხელში,ეზოდან რომ შინ შემოვალ.
ანაბნას ვსწავლობ... ამ წლის შემდეგმე ვიქნები უკვე დიდი, -პატარა კი არ გეგონოთ,შევსრულდები მალე შვიდის!
1946წ.