პოეზია · ლირიკა
ოქროს ყანა
მკათათვეა, მინდორ-ველიდაამშვენა ოქროს ყანამ,მღელვარე და სანატრელივის უნახავს ამისთანა?
აქეთ ოქროს თავთავები,იქით ოროს თავთავები,შრიალებენ, გვიცინიანთაფლისფერი წამწამებით.
დიდ-პატარა მინდვრად არის,ყველა შრომობს, ყველა გალობს,ზეცის თვალი ზედ დახარისკომბაინს და მზიან კალოს.
სიხარულის ნანას მღერისოქროს ყანა, ოქროს ყანა,მღელვარე და სანატრელიუალერსებს ჩვენს ქვეყანას.
1945 წ.