↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზესუმზირას გამყიდველი

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5578 ნახვა

—
ის მზესუმზირას სარწყავით ჰყიდისფეხებმორთხმული მონა ცხოვრების,შეჰფარებია ის ქუჩის კიდეს,ტოლი ბრმებისა და მათხოვრების.ის მზესუმზირას, როგორც საჩუქარს,უყრის იისფერ მოჩვეულ მტრედებს,მაგრამ ქვაფენილს, მზით განაშუქარსვერ ანდობს თავის სათუთ იმედებს.თუმცა აწვალებს მზე ბარბაროსი,მისგან საყვეურს ვინ გაიგონებს?მას ესიზმრება სულ სხვა ტაროსი,და ყურანიდან მღერის სტრიქონებს.მას ენატრება ფინიკი, ხალვადა მთვარე სპარსულ ნიამორებით,ფერილ ფრჩხილების ამაყი კრძალვა,როცა ჰაერი ქრის ამბორებით.ერთხელ მის გობზე ქალს ხელთათმანისწრაფად დაუვარდა, სურნელით სავსე.ქალი არ იყო მისი ფატმანი,ყურები ჰქონდა – ვარდების მსგავსი.თავისი გობი ღარიბი ხილით,ძილში ჰგონია მას მინარეტი,ვით მუეძინი პირგამეხილიეძახის მუშტარს – მზით განარეტი.ის დაუზოგავ ზამთარ–ზაფხულობსწელში საკმაოდ გაუზნექია.ითვლის ნაშოვარ სპილენძის ფულებსქუჩის მელოტი ნაცარქექია.მზესუმზირათი ავსებულ ჭიქითიგი ადიდებს ზეციურ ალახს,უთუოდ ხედავს ღრუბლების იქით,ბაღებს, გურიებს, სამოთხის ბალახს.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი