პოეზია · ლირიკა
FATA – MORGANA
დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკისმე – საიქიოს მთვარით ნაბური.და მომენატრა ცის უფრო კარგისმზე ოქროსფერი და უდაბური.
მაგრამ დილის და შუადღის ალებსFღონემიხდილი მე ძლივს ავიტან.ელეაზარი – სული კანკალებს,დაბრუნებუილ ცივ საფლავიდან.
მე მზის წყურვილი ვერ მოვიკალიდა მენატრება ახალი კანნა.ჩნდება უეცრად, როგორც გრიგალი,უცხო დაისის ფატა-მორგანა.
ათრთოლებული დაისი არისელიზიუმი ნაცნობ ლანდების,და აქვითინდა სიმები ქნარის,და ჰქრიან ქარნი სარაბანდების.
გადავარდები როგორც ჯამბაზიდაისში თავით – ღვთისგან ქებული,და ვით პეპელა იწვის ლამფაზე,მე დავიწვები გაბრწყინებული.