↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

INTERIEUR - მეორე

გაფრინდაშვილი ვალერიან

2005-09-121 წთ საკითხავი6417 ნახვა

—
როგორც ავადმყოფ მაიმუნთა დაღლილი ჯვარი,კრთიან ლანდები - ნირვანიდან გამოძახილი.მევედრებიან: ან მოგვეცი თავშესაფარი,ან სამუდამოდ დაივიწყე ჩვენი სახელი.შენი ოცნება ულმობელი რად გვამათრახებს,და ასე ხშირად რად გვაცეკვებს შენი ქამანჩა?ვერ მივაშურეთ საიდუმლო ბინდიან ბაღებს,ინფანტასავით სადაც დარდობს ობოლი ყანჩა.როცა შენ გძინავს - დაგიკოცნით ამაყ წამწამებს.ვინდა შენს სულში გავამეფოთ სიჩუმის თალხი,და როცა ღამე დაგვეფრქვევა ჩვენ - განაწამებს,ისევ აგვანთებს მარტოობის სპეტაკი ალხი.რისთვის გვაგიჟებ შენი ცქერით, ვით ორეულებს,მაღალ სინაზე რად გვახტუნებ, რად გვაჯამბაზებ?ნუგეშს არ გეტყვი არასოდეს ცრემლმორეულებს,ცბიერად ჰხაზავ ჩვენს გარშემო მისტიურ ხაზებს.ჩვენ გვებრალები, შენ კი ერთხელ არ შეგვიბრალე,სხივებით მაინც აფერადე ჩვენი ტყვეობაჩვენ უანგარო ხეტიალში დაგვახრჩობს მალეღამის ტორტმანი, თეთრი ჭლექი და უდღეობა.და შენი ხელი ლურსმნიანი ჩვენ დაგვაბრმავებს;ისე, ვით მონებს, შენ მიგვყიდი ამხანაგ მგოსანს.შენ არ შეხედავ ჩვენს დაკაწრულს, ჩვენს გაშლილ მკლავებს,და გვათამაშებ ოცნებაში, ვით კრიალოსანს.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი